კულტურა
“სიმინდის გარჩევა პარლამენტში - შვეიცარიული გენია” - შვეიცარიის პარლამენტის შესახებ ქუთაისში ფილმის ჩვენება გაიმართება
"სიმინდის გარჩევა პარლამენტში - შვეიცარიული გენია" - შვეიცარიის პარლამენტის შესახებ ქუთაისში ფილმის ჩვენება გაიმართება. ქუთაისში იმყოფება შვეიცარიის ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი. მისი თქმით, საელჩოსთვის მნიშვნელოვანია გაცდნენ თბილისს და რეგიონებში ჩავიდნენ. 

"ქუთაისში ჩვენ ყოველ წელს ჩამოვდივართ. შვეიცარიის საელჩოსთვის მნიშვნელოვანია გავცდეთ თბილისს და გადავინაცვლოთ რეგიონებში. ამჯერად ვიზიტი ფრანკოფონიის თვის აღნიშვნას დავამთხვიეთ. ვიმყოფებოდით აკაკიწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჩუქრად წიგნები გადავეცით. დღეს საღამოს კი ფრანკოფონიის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელიც შვეიცარიის პარლამენტსა და პარლამენტში არსებულ სიტუაციას შეეხება. თუ როგორ განიხილავენ საკითხებს და რა ურთიერთობებია იქაურ პარლამენტში."- განაცხადა ალვარო ბორგიმ. 

"სიმინდის გარჩევა პარლამენტში - შვეიცარიული გენია" რეჟისორ სტეფან ბრონის ფილმია. ესაა ამბავი  ძალაუფლების კულისებში მოგზაურობის შესახებ. ბერნის ფედერალურ სასახლეში, საპარლამენტო კომისია მუშაობს გენეტიკური ინჟინერიის კანონზე. სხდომები საზოგადოებისთვის დახურულია. დებატები საიდუმლოდ უნდა დარჩეს. რეჟისორი იღებს პარლამენტარების სტრატეგიულ მოლაპარაკებებს დასვენებების განმავლობაში.

ფილმი, დოკუმენტური კინოს კატეგორიაში, 2004 წელს შვეიცარული კინოს პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმის ჩვენება დღეს, 14 მარტს, კინო საქართველოში 20 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პრემიერები, ფესტივალი და უამრავი სტუმარი. ქუთაისის
20:20 / 19.07.2019
პრემიერები, ფესტივალი და უამრავი სტუმარი. ქუთაისის
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
13:04 / 19.07.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
14:24 / 18.07.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
17:41 / 17.07.2019
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი
16:31 / 17.07.2019
ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი "ჰეკაბე" რუსთაველის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019