კულტურა
"ლინეინის სილამაზის დედოფალი"- მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხიშვილის თეატრი პრემიერისათვის ემზადება. მაყურებელი "ლინეინის სილამაზის დედოფალს" იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი დავით ბახტაძეა. აღნიშნული სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში მისი პირველი ნამუშევარია. 

მარტინ მაკდონაფის პიესას მსახიობები: სოფიო ჩირაძე, ნანი მიქაძე, გიორგი შალამბერიძე, იოანე (თორნიკე) იმედაძე, გელა ებანოიძე და სხვ. გააცოცხლებენ.

დავით ბახტაძე განმარტავს, რომ სპექტაკლის დადგმის იდეა პიესის ავტორის პოპულარობამ და მასში წარმოდგენილი პრობლემების აქტუალურობამ გადააწყვეტინა.

"ეს არის დღეს-დღეობით ყველაზე პოპულარული დრამატურგის გახმაურებული პიესა. ეს არის ირლანდიის პროვინციაში მცხოვრები დედა-შვილის ისტორია. მათი ურთიერთობის სირთულეები, მძიმე ცხოვრება. ამ ადამიანების ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას. აქაც იგივე ეკონომიური, ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებია,"-ამბობს დავით ბახტაძე. 

საპრემიერო ჩვენება 6 აპრილს, 19:00 საათზე მოეწყობა.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად,
14:36 / 25.04.2019
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
14:53 / 24.04.2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
25 თვითნასწავლი ხელოვანი ქალის ნამუშევრები
16:36 / 22.04.2019
25 თვითნასწავლი ხელოვანი ქალის ნამუშევრები
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019