ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მხატვრებმა საფრანგეთის გამომცემლობისგან შემოთავაზება მიიღეს.

ისინი პირველად ნათარგმნ ქართულ ზღაპრებს ილუსტრაციებით გააფორმებენ. გამომცემლობა “მედუზა” საფრანგეთში უკვე რამდენიმე წელია არსებობს.

,,ეს არის ისტორიული ფაქტი და ჩვენი მხატვრების უდიდესი წარმატება. პირადად სოფი ალექსანდრასგან მივიღეთ შემოთავაზება, რის შედეგადაც პირველად ქართულად ნათარგმნი ზღაპრების წიგნი ჩვენი ბავშვების ილუსტრაციებით გამოიცემა. ეს არამარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა” – განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღცანელმა ნატალი პატარიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *