“საქართველოს თეატრალური საზოგადოების” პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

“წლის საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი – 2019”-ის პრიზიორებს შორის იმერეთიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრისა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობები და რეჟისორი მოხვდნენ.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ჯილდო მესხიშვილის თეატრის დირექტორსა და მსახიობს სულხან გოგოლაშვილს გადაეცა. წარმატება მას კუკურის როლის შესრულებამ სპექტაკლში “იქ სადაც ჩემი სახლია” მოუტანა.

ნომინაციაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი, გამარჯვება მესხიშვილის თეატრის მსახიობმა თინათინ მოსულიშვილმა ანტუანეტა შტეინის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში “ბიოგრაფია: თამაში” დაიმსახურა.

წლის ორიგინალური თეატრალური იდეისა და მისი განხორციელებისთვის – “ნოსტრადამუსი”, რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე დაჯილდოვდა. ის ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრში მოღვაწეობს.

დაჯილდოვება ყოველწლიურად იმართება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *