კულტურა
ფიქრია ჭაბუკიანმა კალიგრაფიულ ხელოვნებაში სკოლის მოსწავლეებისათვის მასტერკლასი ჩაატარა
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასის მიზანი კალიგრაფიული ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეების ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენა, სტილის დახვეწა და ქართული დამწერლობის ახლოს გაცნობა იყო.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან, რომელიც ატარებს კალიგრაფიის კონკურსს და კონკურსში მონაწილეებს, გამარჯვებულებს და იმათ, ვისას გამორჩეული ხელი აქვთ ვცდილობ მივცე მითითებები. ამიტომაც გაკეთდა კალიგრაფიის მასტერკლასი. მოსწავლეებს ვუხსნი როგორ უნდა განალაგონ ტექსტი ფურცელზე, არე როგორ უნდა დაიცვა, ასოები როგორ უნდა მოხაზონ. ასოების მოხაზვამდე წინასწარი სამუშაოები როგორ უნდა გაკეთდეს ამ ყველაფერს ვასწავლი და ა.შ. მინდა რომ მათ საკუთარი სტილი დახვეწონ და არ იყვნენ ვინმეს ზეგავლენის ქვეშ. " - განაცხადა კალიგრაფმა ფიქრია ჭაბუკიანმა.

ის ცნობილი კალიგრაფისტია. 2016 წელს კაიროს წიგნების 47-ე საერთაშორისო გამოფენაზე, არაბულად ნათარგმნი "ვერფხისტაყოსნის" პრეზენტაციაზე, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფიქრია ჭაბუკიანის ნაშრომი ენახა, რადგან ქართული დამწერლობის წარმოჩენის მიზნით, წიგნის ყდაზე მისი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად,
14:36 / 25.04.2019
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
14:53 / 24.04.2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის
კამპანიას
21:44 / 23.04.2019
კამპანიას "აჩუქე წიგნი" იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" შეუერთდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019