ბერლინის კინოაკადემიის ქართველი სტუდენტები ქუთაისში ფილმს იღებენ.

რეჟისორი და სცენარის ავტორი ალექსანდრე კობერიძეა.

“ქარმა დაუბერა – ქალმა თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა” – ასე ჰქვია მხატვრულ, სრულმეტრაჟიან ფილმს, რომელის გადაღებები ქუთაისში უკვე მიმდინარეობს და ის ბერლინის კინოაკადემიისა (DFFB) და ქართული საპროდუქციო კომპანიის საქდოკის კოპროდუქციას წარმოადგენს.

ერთ-ერთი სცენა საფეხბურთო კლუბის “ტორპედო” ბაზაზე გადაიღეს. როლი ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაზესაც ერგო.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ფილმის პროდიუსერმა, მარიამ შატბერაშვილმა განუცხადა, ფილმს ოთხი მთავარი გმირი ეყოლება, აქედან მხოლოდ ერთი, გიორგი ბოჭორიშვილია პროფესიონალი მსახიობი.

“ეს არის მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ფილმი სიყვარულზე, ქუთაისურ ამბებზე, გადასაღებად რამდენიმე ლოკაციაა შერჩეული. ფილმს რამდენიმე მთავარი გმირი ეყოლება. აქდან ორი იქნება ქუთაისელი, თუმცა პროფესიონალი მსახიობები არ არიან. ასევე სხვა როლებში იქნებიან მესხიშვილის თეატრის მსახიობები. გადაღებები 2 თვეს გაგრძელდება”.- განაცხადა მარიამ შატბერაშვილმა.

ფილმის გადაღებები ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ის ბერლინის კინოაკადემიის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევარი იქნება.

ფოტო: “ტორპედოს” პრესსამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *