აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გურამ დოჩანაშვილს უმასპინძლებს. მწერალთან შეხვედრა

3 მაისს, 13 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. შეხვედრას ორგანიზებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გაუწევს.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი იყო, სადაც გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება შეისწავლეს. 90-იან წლებში პირველად ზეინაბ კიკვიძემ მოამზადა სადოქტორო დისერტაცია. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვუმასპინძლოთ მას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომ სტუდენტები შევახვედროთ ასეთ მწერლებს და ეს ღონისძიებაც ამ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა.”- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლუკა დვალიშვილმა.

წელს ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა. ის 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა “სამოსელი პირველი” მოუტანა.

გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე “ბრმადყოფილზე და…”. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *