კულტურა
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს. შეხვედრას მწერლისა და სცენარისტის მეუღლე, მარინა ვერულაშვილიც ესწრებოდა. რეზო ჭეიშვილს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

"დღეს მას 86 წელი შეუსრულდებოდა. სიკვდილზე არ ფიქრობდა, თუმცა მე ყოველთვის მეშინოდა. პირველ რიგში, დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ იმის გამო რომ ის ხალხს ახსოვს, დიდი სიხარულის მომტანიცაა,"-განაცხადა მწერლის მეუღლემ და მწერლის მიერ შექმნილი მისი რჩეული ნაწარმოების შესახებ ისაუბრა. მარინა ვერულაშვილის თქმით, "მუსიკა ქარში" რეზო ჭეიშვილისა და მისი ოჯახის ცხოვრებას ასახავს, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებულს ხდის.

რეზო ჭეიშვილი 1933 წელს ქუთაისში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა VIII საშუალო სკოლაში. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები ალმანახ "პირველ სხივში" და ჟურნალ "ცისკარში".

1961-1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში რედაქტორად, სასცენო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების ერთ-ერთ ხელმძღვანელად. თანამშრომლობდა ჟურნალებთან "ცისკარი" და "საუნჯე" (მთავარი რედაქტორის მოადგილე).

რეზო ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი.

მწერალი 2015 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
19:45 / 23.08.2019
2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ვანის
19:35 / 23.08.2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ვანის
ავიაკომპანია 
19:01 / 23.08.2019
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი გაიმართება. ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე
14:47 / 21.08.2019
ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი გაიმართება. ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019