საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში

ისტორიული საცხოვრებელი უბნის, ეგრეთწოდებული რიონისპირა სახლების სრული რეაბილიტაციიისთვის, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 944 ათასი ლარია.

სატენდერო წინადადებების მიღება 4 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.

ტენდერი ითვალისწინებს, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის, საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. წინამდებარე საპროექტო დავალება განსაზღვრავს მომსახურების პირობებს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქალაქ ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მთლიანი პროექტით გათვალისწინებულია მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე “თეთრი ხიდიდან” ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩათვლით არსებული განაშენიანების რეაბილიტაცია-ადაპტაცია-რეგენერაცია (მარჯვენა სანაპიროზე 17 სახლი და მარცხენა სანაპიროზე 24 სახლი.

შეგახსნებთ, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 2018 წლის ნომებერში უნდა გამოცხადებულყო. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ არჩვენების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ადრე განცხადა.

2018 წლის 22 ნომებერს ქუთაისში რიონისპირა სახლები ფონდის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორმა მოინახულეს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30მარტის N3/133 ბრძანებით მდინარე რიონის ორივე ნაპირს “წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე”, ქალაქგეგმარებით სანაპიროს გაშენებას (საცხოვრებელი სტრუქტურა) მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *