რიონისპირა სახლების რებილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის

შესადგენად ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დკუმენტაციის დანართის მიხედვით, პროექტირება 3 ნაწილად მოხდება.

პროექტის 1-ლი ნაწილი მომზადდება მარჯვენა სანაპიროზე არსებული 17 სახლისთვის. მე-2 ნაწილი მარცხენა სანაპიროზე 12 სახლისათვის და პროექტის მე-ე3 ნაწილი მარცხენა სანაპიროზე დარჩენილი 12 სახლისათვის.

“შენობებზე, ეზოებში, სახლებს შორის, მრავლადაა გვიანდელი მიშენებები და ჩაშენებები, გვიანდელი აივნები, კიბეები, ცალკე მდგომი შეუხედავი სათავსები და ა.შ. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული და შემოთავაზებული საპროექტო გადაწყვეტა – გვიანდელი გადაკეთებების შეცვლარეაბილიტაცია, თუ შესაძლო დემონტაჟი, უნდა იქნას მოძიებული კონკრეტული, ადგილზე არსებული გარემოების გათვალისწინებით, ერთიანი სარეაბილიტაციო კონცეფციის ფარგლებში.”- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რიონისპირა საცხოვრებელი უბნის რეაბილიტაციის პროექტისთვის ელექტრონული ტენდერის ღირებულება 944 000 ლარია.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *