“წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე” საფეხმავლო

ბილიკები მოეწყობა. ამის შესახებ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საპროექტო ტენდერი დოკუმენტაციაში წერია.

“პროექტში ასევე გათვალისწინებულია “წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე” მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სტრუქტურისათვის დამახასიათებელ ობიექტებს, სადაც განთავსდება ხალხური რეწვის ნიმუშები და ა.შ. უნდა დამონტაჟდეს მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების სისტემა.”- წერია დოკუმენტში.

ამავე მონაკვეთზე,უნდა განხორციელდესდაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია: სანიაღვრე და გარე განათების სისტემების რეაბილიტაცია, საჭიროების შესაბამისად წყლის არიდების დამატებითი ღონისძიებების გათვალისწინებით; ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის ორივე მხარეს არსებული დაზიანებული ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაცია, საბაღე მოსასვენებელი სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.

რიონისპირა საცხოვრებელი უბნის რეაბილიტაციის პროექტისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 944 000 ლარია.

ამავე თემაზე: 

რიონისპირა სახლების რებილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა


რიონისპირა სახლების პროექტირება 3 ნაწილად მოხდება


“ეს პროექტი ყველა ჩვენთაგანში შექმნის სიამაყის განცდას” – ირაკლი შენგელია რიონისპირა სახელების რეაბილიტაციაზე

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *