ქუთაისში კახა ცაბაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას

ადგილობრივი და დედაქალაქიდან ამ დღისთვის სპეციალურად მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ.

თამარ ლიჩელი, გიორგი ქობულაშვილი, ბესიკ გაბიტაშვილი, ნათია სტეფანიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტული ტრიო, სიმებიანი კვარტეტი, მანანა კიკაბიძე, გიორგი რევიშვილი, ბექა ბაბუნაშვილი, ნანუკა გორგოძე, “ჩვენი კვარტეტი”, გოგიტა გეგელაშვილი, კახა იშხნელი, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ია ტომაში, ელეონორა გოგოლაშვილი, ბექა ბანძელაძე, ნიცა კირვალიძე, ლიზა ჩიჩუა, თამარ ლაჭყეპიანი, გიორგი ბაღათურია და ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი კომპოზიტორის სიმღერებს, სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

კონცერტი ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა  და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

კომპოზიტორ კახა ცაბაძის  საიუბილეო საღამო ქუთაისის ოპერის თეატრში 14 მაისს, 18 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *