კულტურა
"ქუთაისი კულტურით ცხოვრობს"-კაუნასის თეატრი ქუთაისში
ქუთაისს კაუნასის ნაციონალური დრამატული თეატრის დასი ესტუმრა. ისინი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "მახინჯი" წარსდგენ. "მახინჯი" ერთმოქმედებიანი კომედიაა, რომელიც გერმანელი დრამატურგის მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დაიდგა. სიუჟეტის მთავარი გმირია მეცნიერი ლეტი, რომელიც სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს. მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება არც თუ ისე ნორმალურია, როდესაც მის ნაცვლად, მთავარი გამოგონების წარდგენა თანაშემწეს დაევალება, რადგან თავად უშნოა. ლეტი გადაწყვეტს მიმართოს პლასტიკურ ქირურგიას.

კაუნასის დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სპექტაკლი მეტაფორაა იმის შესახებ, რომ როდესაც ვიცვლით ჩვენს სახეს, ვკარგავთ იმას, რაც ჩვენში უნიკალურია. მისივე თქმით, პრობლემა გლობალურია.

"მთავარი გმირი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას და იცვლის სახეს. ეს არის მეტაფორა იმისა, რომ უნდა ვიყოთ საკუთარი თავი და როდესაც ვიცვლით იმიჯს, ვკარგავთ იმას, რაც ჩვენში უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ეს გლობალიზაციის თანმდევი პრობლემაა. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ჩვენი იდენტურობა, სინამდვილეში კი ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნო სხვაობა ადამიანებს, ქვეყნებს, კულტურებს შორის. მეტაფორით ჩვენ სწორედ ამის თქმა გვინდა,"-განაცხადა კაუნასის დრამატული თეატრის დირექტორმა.

თეატრალური დასი საქართველოში პირველად არ არის. ისინი უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და თელავში. ქუთაისში კი ეს მათი პირველი ვიზიტია.

"ქუთაისში ყოფნით ძალიან მოხარულები ვართ. ქუჩაში როდესაც ვკითხულობ ეს რა შენობაა, ხალხი მეუბნება რომ როგორ შეიძლება არ ვიცოდე ოპერის თეატრის შესახებ. ვფიქრობ, ქუთაისში ხალხის ესმის, რომ თეატრი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კულტურის ნაწილია. ვგრძნობ, რომ ქუთაისი კულტურით ცხოვრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"-ამბობს თეატრის ხელმძღვანელი.

კაუნასის თეატრი ქუთაისში მესხიშვილის თეატრთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმყოფება.

"მემორანდუმი გულისხმობს არა მხოლოდ მათ ჩამოსვლას ქუთაისში, არამედ რეჟისორების გაცვლას. გვექნება ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები. ლიეტუვაში ჩვენც ჩავალთ საკუთარი სპექტაკლებით,"-განაცხადა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისში უკვე იმყოფებოდა ბელორუსის დრამატული თეატრი, რომელმაც  3 სპექტაკლი წარადგინა.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში
12:28 / 16.07.2019
ქუთაისში "მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის" საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
ივლისის თვეში ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოდგენებს მესხიშვილის
16:40 / 12.07.2019
ივლისის თვეში ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოდგენებს მესხიშვილის
ქუთაისის ოპერის თეატრი 50-ე საიუბილეო სეზონს 18 ივლისს
დახურავს. 
12:25 / 12.07.2019
ქუთაისის ოპერის თეატრი 50-ე საიუბილეო სეზონს 18 ივლისს დახურავს. 
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის
13:55 / 11.07.2019
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 17 - 30 °C
img
ქუთაისი 18 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019