ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” ტრადიციულად მესხიშვილის

თეატრში 2 ივნისს დაიწყება. მასში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები და სომხეთის, აზერებაიჯანისა და რუმინეთის თეატრალური დასები მონაწილეობენ.

“თეატრალური იმერეთის” პროგრამა ასეთია:

2 ივნისს ფესტივალს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ევრიპიდეს “ჰეკაბეთი” გახსნის. რეჟისორია მიხეილ ჩარკვიანი.

3 ივნისს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ევგენი შვარცის “დრაკონს” წარადგენს. რეჟისორია მალხაზ ასლამაზიშვილი.

4 ივნისს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ლაშა ბუღაძის “პანთეონს” ითამაშებს. რეჟისორია ნანუკა ხუსკივაძე.

5 ივნისს სამტრედიის სახალხო თეატრი რიჩარდ ბაერის “შერეულ გრძნობებს” წარმოადგენს. რეჟისორია ლორიტა ჯორჯიკია.

6 ივნისს მაყურებლის წინაშე ბაღდათის სახალხო თეატრი წარსდგება. თეატრის მოყვარულების ვუდი ალენის “მონას” იხილავენ. რეჟისორია გიგა მიქაძე.

8 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი გურამ დოჩანაშვილის “ხორუმი ქართული ცეკვაა” წარმოადგენს. რეჟისორია ირინე ჩხეიძე.

9 ივნისს სცენა ვანის სახალხო თეატრს დაეთმობა. მაყურებელი სლავომირ მროჟეკის “ემიგრანტებს” იხილავს. რეჟისორია ლაშა ლომჯარია.

10 ივნისს ქუთაისის ნიღბების თეატრი ასტრიდ ლინდგრენის “პეპი გრძელი წინდას” წარმოადგენს.

11 ივნისს ა. პაროიანის სახელობის მუსიკალური კომედიის ერევნის სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ლაშა ბუღაძის ნაწარმოებს “ნადირობა სტალინზე” წარუდგენს. რეჟისორია ხაკობ გხაზანჩიანი.

12 ივნისს მაყურებლის წინაშე რუმინეთის ქალაქ ორადიას დედოფალი მარიას თეატრი ოანა ჩერნიას “ჰამლეტის ხაფანგს” წარადგენს. რეჟისორია პეტრუ ვუტკერუ.

13 ივნისს წყალტუბოს სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე შადიმან შამანაძის “ღია შუშაბანდს” ითამაშებს. რეჟისორია გოჩა ნიკოლაძე.

14 ივნისს ხონის სახალხო თეატრი “ცუღლუტს” წარადგენს. რეჟისორია პეტრე ჩარგეიშვილი.

15 ივნისს საჩხერის სახალხო თეატრი რიუნესკო აკუტაგავას “ცხოვრება იდიოტისა” ითამაშებს. რეჟისორია გიორგი მეტონიძე.

16 ივნისს ტყიბულის სახალხო თეატრი ოთარ ქათამაძის “დაარქვი რაც გინდა” ითამაშებს. რეჟისორია ოთარ ქათამაძე.

18 ივნისს თერჯოლის სახალხო თეატრი ლევან ბიბილეიშვილის ინსცენირებას წარადგენს, სახელწოდებით “აკრძალული შობა – ექიმი და პაციენტი”. რეჟისორია მამუკა ცერცვაძე.

19 ივნისს აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ნაციონალური დრამატული თეატრი ჩინგიზ ატიმოტოს “მანკურტს” ითამაშებს. რეჟისორია სადიგომი ანარ ბაბალ-ოგლუ.

ამავე დღეს ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსებას” წარადგენს. დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი. დასაწყისი:18:00 საათი.

20 ივნისს აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ნაციონალური დრამატული თეატრი ელჩინ ეფენდიევის “ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებს” წარმოადგენს. რეჟისორია აზერ ფაშა ნემატოვი.

ფესტივალის ფარგლებში ყველა სპექტაკლი, გარდა ოპერის თეატრის სპექტაკლისა, 18:30 სააათზე დაიწყება. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *