კულტურა
ქუთაისში ლექსო პაიკიძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით ქუთაისს მწერალი ლექსო პაიკიძე ესტუმრა. მან ქუთაისელ მკითხველს სამი წიგნი წარუდგინა : "გიდი", "ევკალიპტის ფოთოლზე კოღო არ ჯდება" და "გაბო". მწერალთან შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

"ლექსო პაიკიძე თანამედროვე მწერალი და რამდენიმე საინტერესო წიგნის ავტორია. საინტერესო შემოქმედების მატარებელია. მრავალმხრივ საინტერესო მწერალია, რომელსაც აქვს გამორჩეული ლექსიკა. მასთან შესახვედრად მოსწავლეები, სტუდენტები და კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებული პირები მოვიდნენ. ეთიკა თვითონ მეცნიერება სწავლობს ხელოვნებას, კულტურას და ეს არის ჩვენი სამუშაო გეგმაც და მასალა. ჩვენი წრის ერთ ერთი სამუშაო შეხვედრაა. უნდა გავეცნოთ მწერლებს, შემოქმედებს და არა მხოლოდ ქართულს."- განაცხადა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ.

მწერლის წიგნების რედაქტორის თქმით, როცა მკითხველი ლექსო პაიკიძის თუნდაც ერთ წიგნს მაინც გაეცნობა მისი აქტიური მკითხველი გახდება და წიგნების ყველა გვერდზე იპოვის განსაკუთრებულად საინტერესო ამბებს, რაც მათ მოწყენის საშუალებას არ მისცემს.

"ევკალიპტის ფოთოლზე კოღო არ ჯდება" არის ჩვენი გამომცემლობის მიერ გამოცემული პირველი წიგნი ლექსოსი. ის ფანტასტიური ნოველისტია. ნოველისტის დამახასიათებელია ის, რომ მოკლე ტექსტში უნდა აღწერო მთელი ისტორია და გამოთქვა მთავარი სათქმელი. ეს ყველაფერი კარგადაა მის ყველა ნოველაში გადმოცემული. ყველა მკითხველი სხვადასხვა რამე იპოვის, მაგრამ ჩემთვის, როგორც რედაქტორისთვის წიგნი "ევკალიპტის ფოთოლზე კოღო არ ჯდება" არის ღმერთის ძიება. ყველა ნოველაში ეძებს ავტორი ღმერთს და ადამიანში რაღაც კარგს. ეს მის ყველა წიგნს ახასიათებს".- განაცხადა გამომცემლობა "მენდესის" დამფუძნებელმა და ლექსო პაიკიძის წიგნების რედაქტორმა მაკა შალამბერიძემ.

ლექსო პაიკიძე ქუთაისში პირველად იმყოფებოდა.

"ვფიქრობ, რომ დღეს უფრო რთულია მკითხველამდე მისვლა. წერს პირობითად ათასი კაცი და მკითხველის რაოდენობა არ გაზრდილა. პირობითად, მეცხრამეტე საუკუნეში წერდა ორი და დაბეჭდვას ვერ ახერხებდნენ და ხელიდან ხელში გადადიოდა წიგნები და ა.შ. პირველი შეხვედრა იყო ქუთაისში მკითხველთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუდიტორია ჩემს შემოქმედებას კარგად არ იცნობდა, საინტერესოდ ჩაიარა წიგნების წარდგენამ. ეს მათთვის ახალია და მწერლისთვისაც რთულია, მაგრამ მგონია, რომ გამოვიდა."- განაცხადა ლექსო პაიკიძემ.

მწერალი კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს და მომავალ წელს მკითხველს ახალ საკითხავს შესთავაზებს. 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი
14:01 / 20.06.2019
26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი" ესტუმრება.
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა.
პრემიის გადაცემის ცერემონიალი
18:18 / 19.06.2019
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა. პრემიის გადაცემის ცერემონიალი
ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი
გამოაცხადა.
13:22 / 19.06.2019
ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
თეატრალური იმერეთის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში
11:55 / 18.06.2019
თეატრალური იმერეთის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019