აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო კვირეული გაიმართება.

10-დან 12 ივნისის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

სახელოვნებო კვირეულს 10 ივნისს სტუდენტთა და თანამშრომელთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გახსნის, რომელიც 13 :00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება.

16:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზს უნივერსიტეტის თეატრალური დასი დაიკავებს. “არ გასასვლელი” – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი პირველად იხილავს;

19:00 საათზე კი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში უნივერსიტეტის ანსაბლების ,,ადილა”-სა და ,,კოლხა”-ს კონცერტი გაიმართება.

11 ივნისს სახელოვნებო კვირეული 15:00 საათზე სტუდენტთა ლიტერატურული კრებულის პრეზენტაციით გაგრძელდება. პრეზენტაცია უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართება;

16 :00 საათზე საააქტო დარბაზში ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართება;

18 :00 საათზე კულტურის ცენტრში (ნიღბების თეატრი) აწსუ სტუდენტთა თეატრალური დასის სპექტაკლი ,,ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ” გაიმართება.

12 ივნისს 20:00 საათზე უნივერსიტეტის ღია სივრცეში სტუდენტთა თეატრალური დასი თეატრალურ წარმოდგენას “სიყვარული აგვამაღლებს” გამართავს;

21:00 საათზე კი უნივერსიტეტის ღია სივრცე აწსუ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დეფილეს დაეთმობა და სახელოვნებო კვირეული დაიხურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *