კულტურა
"არ გასასვლელი " - აწსუ სტუდენტთა თეატრალური დასის პრემიერა

"არ გასასვლელი" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელის პრემიერაც აკაკი წერეთლის

სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტურმა დასმა "ლიბერტა" ჟან პოლ სარტრის "ცხრაკლიტულის" მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი პიესა წარმოადგენს. ეს ეგზისტენციალიზმის სიმბოლოს ასახავს, რომელშიც სამი პერსონაჟი განუწყვეტლივ იბრძვის იმისთვის, რომ თავი დააღწიოს არსებულ სიტუაციას, მაგრამ ხვდებიან, ჯოჯოხეთში იმიტომ არიან ერთად, რომ მიხვდნენ, მათ კამათს დასრულება არ უწერია.

მონაწილეობდნენ: ვახო ბოჭორიშვილი, ნინა მიქიაშვილი, მაიკო თოდუა, თათა მამრიკიშვილი, გიორგი სულაბერიძე, მირანდა დვალიშვილი, გვანცა გოგიბერიძე და ანუკა ნუცუბიძე.  სპექტაკლზე დასმა ერთი წელი იმუშავა.

"დავდგით სპექტაკლი ჟან პოლ სარტრის "ცხრაკლიტულის" მიხედვით. დავარქვით "არ გასასვლელი". ეს სპექტაკლი ეხება ცოდვებს. ჩვენი სტუდენტური დასი "ლიბერტა" თავისი შესაძლებლობებით წარმოადგენს ამ სპექტაკლს შინაარსობრივად გააზრებულად. ერთი წელი ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე. სანამ არ მოხდა გააზრება, მანამდე არ გადავდგით ნაბიჯი, რომ პრემიერა მოგვეწყო." - განაცხადა რეჟისორმა თამარ საღინაძემ.

სპექტაკლი იმით იყო განსაკუთრებული, რომ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა როგორ იდგმება სპექტაკლი, როგორ მუშაობს რეჟისორი და როგორია პროცესი მანამ, სანამ ფარდა მაყურებლისთვის გაიხსნება.

"ამ სპექტაკლში მე რეჟისორს ვითამაშებ. როგორია შიდა სამზარეულო, როგორ იდგმება სპექტაკლი ამას მაყურებელი თავისი თვალით ნახავს. ბავშვები არაპროფესიონალები არია, მაგრამ მინდა დავუმტკიცო მაყურებელს რამდენად პროფესიონალები გახდნენ ისინი ორ წელიწადში. ამ სპექტაკლში მთავარი როლი უნდა მეთამაშა 15 წლის წინ, მაგრამ ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ სპექტაკლს მე დღეს სტუდენტებს ვჩუქნი." - ამბობს რეჟისორი თამარ საღინაძე.

ნინა მიქიაშვილმა სპექტაკლში ის როლი მოირგო, რომელიც რეჟისორს 15 წლის წინ უნდა ეთამაშა. ახალგაზრდა მსახიობი ამბობს, რომ სცენაზე ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, როლი საპასუხისმგებლო.

"მნიშვნელოვანი დღეა ემოციების, გრძნობებისა და აზროვნების მხრივ. იდგე სცენაზე, მაყურებლისგან თუნდაც 1 სანტიმეტრით მაინც მაღლა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამ პიესაში სამი უმთავრესი გმირია. სიტუაცია ჯოჯოხეთში მიმდინარეობს და ზოგადად ეს ფილოსოფია ითვალისწინებს ეგზისტენციალიზმს, ყოფიერებას და ისეთ თემებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინე სერანო, ჟოზე გარსენი და ესტელ რიკო განსხვავებული ცოდვების გამო მოხვდებიან ჯოჯოხეთში. მე ინე სერანოს ვითამაშე. სარტის ხედვა არის ის, რომ ჯოჯოხეთი არ არის მაინცდამაინც კუპრის ქვაბი, ეს არის ადამიანური ურთიერთობა და ადამიანები ისჯებიან სამუდამოდ ერთად ყოფნით."- ამბობს მსახიობი ნინა მიქიაშვილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასის რეჟისორის თქმით, ამ სპექტაკლს სავარაუდოდ უნივერსიტეტის კედლებს გარეთ მალე გაიტანენ. "არ გასასვლელს" წელს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალის მაყურებელი იხილავს.






 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის
მოსაწყობად
12:43 / 19.08.2019
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის მოსაწყობად
11:49 / 19.08.2019
"2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ქუთაისში კულტურული ტურიზმის
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების
რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
2020 წელს ქუთაისის ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს.
თეატრის
17:13 / 30.07.2019
2020 წელს ქუთაისის ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. თეატრის
ქუთაისის სასულე ორკესტრს ქუთაისის მერია დააფინანსებს. ორკესტრი ერთი
23:13 / 29.07.2019
ქუთაისის სასულე ორკესტრს ქუთაისის მერია დააფინანსებს. ორკესტრი ერთი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

17:09 / 21.08.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019