კულტურა
კერამიკული პანო "კოლხეთი" კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს
ქუთაისში კერამიკული პანო "კოლხეთი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდება. ის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მოხდება პანოს სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებებისა და კატეგორიის განსაზღვრა. დასკვნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 6 თვის ვადაში უნდა ჰქონდეს.

"ეს ისეა ქუთაისისთვის, როგორც პირამიდები ეგვიპტისათვის. ეს საქართველოს პანო "კოლხეთია". საქართველოს თილისმაა. ძალიან მიხარია. ეს მხოლოდ მე კი არა მთელს ერს უნდა უხაროდეს. არავინ იცის რამხელა შრომაა ამაში ჩადებული. იყო ამის გადატანასა და დანგრევაზე საუბარი. ამის დანგრევა ხომ ბარბაროსობა იქნებოდა."- განაცხადა პანოს ავტორის, მხატვარი-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძის მეუღლემ სვეტა ნებიერიძემ.

პანო "კოლხეთი" კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 აპრილის ბრძანების საფუძველზე შეიტანეს.


,,კოლხეთი " საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის სიდიდით ყველაზე დიდი პანოა (217კვადრატული). მასზე ასახულია ოთხი პერიოდის კომპოზიცია: საქართველო ჩვ.წთ.მდე, ჩვ.წთ. შემდეგ, დღეს და მომავალში. მათ შორისაა ხახულის ძეგლი, ქართული ოჯახი, ბოროტთა ბრძოლა, განიარაღება და სხვ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი
14:01 / 20.06.2019
26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი" ესტუმრება.
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა.
პრემიის გადაცემის ცერემონიალი
18:18 / 19.06.2019
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა. პრემიის გადაცემის ცერემონიალი
ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი
გამოაცხადა.
13:22 / 19.06.2019
ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
თეატრალური იმერეთის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში
11:55 / 18.06.2019
თეატრალური იმერეთის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019