თეატრალური იმერეთის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში

სპექტაკლს თერჯოლის სახალხო თეატრი წარადგენს. წარმოდგენას აკრძალული შობა-ექიმი და პაციენტი” ჰქვია. მისი ინსცენირება ლევან ბიბილეიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლის რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა.

წარმოდგენა 18 ივნისს, 18:30 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. მაყურებელმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტისა და უცხოური დასის სპექტაკლები უკვე იხილა.

ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ის მეათედ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *