კულტურა
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა. პრემიის გადაცემის ცერემონიალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. 

სიმონ არველაძე იმერეთში, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1959 წლებში მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სკოლაში; 1960–1965წწ-ში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ავტორია წიგნებისა: "პოეზია და თანამედროვეობა"(1966), "ომგადახდილი ვეფხისტყაოსანი"(1967), "იდეალი და შემოქმედების თავისუფლება"(1971), "კრიტიკული ნარკვევები"(1971), "შთაგონება და პოეზია"(1977), "შემოქმედებას სიმართლე უყვარს"(1981), "სიახლის გრძნობა"(1986) და სხვ. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი(1972). დოცენტი(1974). II მსოფლიო ომის მონაწილე.

ასევე არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე და საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება. პრემია გაიცემა 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში 2018 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით დაარსდა.






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პრემიერები, ფესტივალი და უამრავი სტუმარი. ქუთაისის
20:20 / 19.07.2019
პრემიერები, ფესტივალი და უამრავი სტუმარი. ქუთაისის
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
13:04 / 19.07.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
14:24 / 18.07.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
17:41 / 17.07.2019
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი
16:31 / 17.07.2019
ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი "ჰეკაბე" რუსთაველის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019