ვანის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი სპექტაკლით ,,ემიგრანტები”

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. ,,ემიგრანტები”, რომლის რეჟისორი ლაშა ლომჯარიაა, საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. 

საერთაშორისო ფესტივალი ,, თეატრალური იმერეთი” უკვე მეათე წელია იმართება. ფესტივალი საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და წელს სპექტაკლები წარმოადგინა რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თეატრებმა.

ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 18 სპექტაკლი. სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს პროფესიული ჟიური აფასებდა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები 20 ივნისს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *