თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა.

ნომინაცია- საუკეთესო სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრს სპექტაკლისათვის ,,ემიგრანტები”;

ნომინაცია- საუკეთესო რეჟისურა საჩხერის სახალხო თეატრის რეჟისორს გიორგი მეტონიძეს სპექტაკლისათვის 
,,ცხოვრება იდიოტისა”;

ნომინაცია- საუკეთესო რეჟისურა ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს სპექტაკლისათვის
,,ხორუმი ქართული ცეკვაა”;

ნომინაცია-საუკეთესო სცენოგრაფია თერჯოლის სახალხო თეატრის მხატვარს თემურ აბულაძეს სპექტაკლისათვის ,,აკრძალული შობა-ექიმი და პაციენტი”;

ნომინაცია-საუკეთესო სცენოგრაფია წყალტუბოს სახალხო თეატრის მხატვარს მამუკა ტყეშელაშვილს სპექტაკლისათვის ,,ღია შუშაბანდი”;

ნომინაცია- საუკეთესო მუსიკალური გაფორმება ლიკა დარბაიძეს საჩხერის სახალხო თეატრი სპექტაკლისათვის ,,ცხოვრება იდიოტისა”;

ნომინაცია- საუკეთესო მუსიკალური გაფორმება გიგა მიქაძეს ბაღდათის სახალხო თეატრი სპექტაკლისათვის ,,მონა”;

ნომინაცია- ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის სამტრედიის სახალხო თეატრის მსახიობს- ლორიტა ჯორჯიკიას ლოლას როლის შესრულებისთვის;

ნომინაცია- მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისათვის ვანის სახალხო თეატრის მსახიობს ამირან შარაშენიძეს;

ნომინაცია- მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისათვის ხონის სახალხო თეატრის მსახიობს დემურ საღარეიშვილს გივის როლის შესრულებისთვის;

ნომინაცია-ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელს ბაღდათის სახალხო თეატრის
მსახიობს ლელა ჭრელაშვილს დორის ლივაინის როლის შესრულებისთვის;

ნომინაცია- მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელებს ტყიბულის სახალხო თეატრის მსახიობებს თორნიკე ბარამიძეს ზალპეს როლის შესრულებისთვის და გიორგი ყურავას ტრიოს როლის შესრულებისთვის;

ნომინაცია-მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისათვის ხარაგაულის თეატრის მსახიობს როლანდ ხიჯაკაძეს გლეხის როლის შესრულებისთვის;

ნომინაცია-ქალის ეპიზოდური როლის შესრულებისათვის ხარაგაულის თეატრის მსახიობს ლია ჭიპაშვილს ვერიკოს როლის შესრულებისთვის;

ნომინაცია- ჟიურის სპეციალური პრიზი- ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობს ინგა კაკიაშვილს ჰეკაბეს როლის შესრულებისთვის.

თეატრალური იმერეთი 2 ივნისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *