ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტს შ.პ.ს კარკასი შეადგენს.

კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი ითვალისწინებდა, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის, საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. წინამდებარე საპროექტო დავალება განსაზღვრავს მომსახურების პირობებს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქალაქ ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მთლიანი პროექტით გათვალისწინებულია მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე “თეთრი ხიდიდან” ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩათვლით არსებული განაშენიანების რეაბილიტაცია-ადაპტაცია-რეგენერაცია (მარჯვენა სანაპიროზე 17 სახლი და მარცხენა სანაპიროზე 24 სახლი.

საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად 944 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებულმა საპროექტო-სამშენებლო კომპანიამ “ხურო” მიიღო. მან პროექტის მომზადებისათვის 800 ათასი ლარი დააფიქსირა. შ.პ.ს. კარკასი კი მზადაა პროექტი 799 ათას 999 ლარად შეადგინოს. აღნიშნული კომპანია თბილისშია რეგისტრირებული.

შეგახსნებთ, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 2018 წლის ნომებერში უნდა გამოცხადებულყო. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ არჩვენების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ადრე განცხადა.

2018 წლის 22 ნომებერს ქუთაისში რიონისპირა სახლები ფონდის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორმა მოინახულეს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30მარტის N3/133 ბრძანებით მდინარე რიონის ორივე ნაპირს “წითელი ხიდიდან” “ჯაჭვის ხიდამდე”, ქალაქგეგმარებით სანაპიროს გაშენებას (საცხოვრებელი სტრუქტურა) მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *