“არტ გენი” 2019-ის რეგიონული ტურნე იმერეთში, სოფელ გორდში დასრულდა.

დადიანების სასახლის ეზომ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულ ანსამბლებს უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მზევარი”, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,იმერი” და ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,იმედის” მოცეკვავეები წარსდგნენ. კონცერტი ჯგუფმა ,,ფრანი” დაასრულა.

ფესტივალი 7 ივლისიდან თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს. თბილისის ტური 7-14 ივლისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *