ხარაგაულში ქართველ ხელოვანთა მიერ შემოწირული ნამუშევრების

გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი ავტორების მიერ მე-20 საუკუნიდან დღემდე შექმნილი 150-მდე ახალი ექსპონატი (ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, ჭედურობა). გამოფენა 5 ივლისს, 13:00 სთ-ზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლევან ცუცქირიძის სახელობის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ცენტრის შესაქმნელად მოეწყობა.

პროექტის მხარდამჭერები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ხარაგაულის ა(ა)იპ “კულტურისა და ხელოვნების ცენტრი” არიან.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *