ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქანდაკებების, ფერწერისა

და გრაფიკული ნამუშევრების უნიკალური კოლექციის სამი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. 

ასევე, მე-20 საუკუნიდან დღემდე, თანამედროვე ცნობილი ავტორების მიერ შექმნილი 150 ახალი ნამუშევარი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა.

ექსპონატებს შორისაა ისეთი ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრები, როგორებიც არიან იაკობ ნიკოლაძე, მერაბ ბერძენიშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, გოგი ოჩიაური და სხვები.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისთვის თანამედროვე მხატვრების მიერ ექსპონატების შემოწირვა პირველი არაა. ჯერ კიდევ 2017 წელს, მხატვარ ლევან ცუცქირიძის პატივსაცემად, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის სოფელ მოლითიდანაა, მუზეუმს 50-მდე ნახატი  უსასყიდლოდ გადაეცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *