ქუთაისის “სკეიტ პარკში” ექსტრემალური შოუ მოეწყობა.

მასში მონაწილეობის მიღება მოყვარულ და პროფესიონალ სკეიტერებს შეეძლებათ.

“მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, “სკეიტ პარკში” მოეწყობა ექსტრემალური და ძალიან მაგარი სანახაობა. სკეიტი, როლიკი, ველო და ტრეოსერების შოუ. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც სურვილი აქვს, იქნება ეს მოყვარული თუ პროფესიონალი,”-აცხადებენ ორგანიზატორები.

მონაწილეები წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

შოუ 20 ივლისს მოეწყობა. მზადება 15:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *