კულტურა
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება (ფოტო)
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

როგორც თეატრის დირექტორმა თეიმურაზ ბაღდავაძემ განაცხადა, ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს მზადება ღებვისათვის. თეატრში მოეწყო გათბობა-გაგრილების სისტემა და სველი წერტილები. დასრულებულია თითქმის ყველა ოთხის მოწყობა, გარდა დარბაზისა, სადაც განთავსდება დეკორატიული ხის პანელები, მოეწყობა მოძრავი მექანიკური სცენა. შენობაში, მინის კარადებში განთავსდება თოჯინები, რომელთა დათვალიერება მისულ სტუმრებს შეეძლებათ. მსახიობებისა და პერსონალისათვის ეწყობა სასადილო. მალევე დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების სისტემა. შენობაში განთავსდება ავეჯი.

როგორც თეატრის დირექტორი ამბობს, ამ დროისათვის მთლიანი თანხის 60-65 %-ია დახარჯული. სამუშაოების დასრულება შემოდგომაზე იგეგმება.

თეიმურაზ ბაღდავაძის თქმით, თეატრი ტურისტებისათვისაც უფრო მიმზიდველი გახდება.

"ტურისტები თეატრის უფროს აქტიური მაყურებლები არიან, ვიდრე ჩვენი ზრდასრული თანაქალაქელები. გვინდა, რომ ისინი ჩვენი უფრო ხშირი სტუმრები იყვნენ,"-ამბობს თეატრის დირექტორი.

ამ დროისათვის წარმოდგენები მესხიშვილის, ოპერისა და ნიღბების თეატრებში ეწყობა.

თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრში 1987 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული
რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში
16:21 / 20.09.2019
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი
16:00 / 20.09.2019
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მსახიობ ანზორ ხერხაძეს დღეს დაკრძალავენ. ქუთაისის ლადო
11:39 / 19.09.2019
მსახიობ ანზორ ხერხაძეს დღეს დაკრძალავენ. ქუთაისის ლადო
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრანატული თეატრში კიდევ ერთი
21:54 / 18.09.2019
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრანატული თეატრში კიდევ ერთი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019