ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების

გალერეაში მე-19- მე-20 საუკუნეებში მოღვაწე ქართველი ქალების შესახებ გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლებს ქალების ბიოგრაფიებისა და საქმიანობის გაცნობა შეეძლოთ. გამოფენა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროექტის “ძალა ევროპაშია”-ს ფარგლებში გაიმართა.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ქალთა ბიოგრაფიები და ხედვები ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ევროპული ღირებულებებისაკენ ქართველები საუკუნეების განმავლობაში მიისწრაფოდნენ.

“გამოფენის იდეა არის ევროპული ღირებულებების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და იმის ხაზგასმა, რომ ის შორიდან და უცხოდ მოსული კი არ არის, არამედ ამ ღირებულებებისაკენ ქართველები საუკუნეების განმავლობაში მიისწრაფიან.

სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა გენდერული ნიშნითაც ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ თითქოს რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ და ქართული ტრადიციების მიხედვით სხვაგვარად უნდა იყოს. ეს არასწორია. ქართველი ქალები ყოველთვის ბრძოლის პირველ ხაზზე იდგნენ,”-ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *