“2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ქუთაისში კულტურული ტურიზმის

მიმართულებით ინტერესი გაზრდილია. ამის დასტურია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წინა წლებთან შედარებით მუზეუმებსა და გალერეებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა.” –  ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ავრცელებს.

შენგელია 2018-2019 წლეების მუზეუმებსა და გალერეებში ვიზიტორების სტატისტიკას აქვეყნებს. ირკვევა, რომ 2018 წლის იანვარი – დეკემბრის მონაცემებით ვიზიტორთა საერთო რაოდენობა ჯამურად 10 550 შეადგინდა, ხოლო 2019 წლის იანვარი – ივლისის განმავლობაში აღნიშნული მონაცემი უკვე 12 106-ს შეადგენს. 

სტატისტიკის მიხედვით დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას 2019 წლის იანვარი-ივლისისი პერიოდში 3 334 ვიზიტორი ჰყავდა. ამავე გალერეას 2018 წლის იანვარი – დეკემბრის შუალედში 2393 პირი სტუმრობდა. დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს უკვე წელს 3500 დამთვალიერებელი ჰყავდა. ჯამში იგივე რაოდენობა მუზეუმს გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში უფიქსირდება. ასევე აღსანიშნავია რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლი “ჯარისკაცის მამა”, რომელსაც წელს უკვე 1332 ტურისტი ეწვია, ხოლო გასულ წელს სტუმართა რაოდენობა 650 შეადგენდა.

“ჩვენი ქალაქის გავითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს უკავია. ამ სფეროში ნებისმიერი პოზიტიიური ძვრები, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან. ტურიზმის ცენტრის როლი ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია “უმასპონძლე საქართვლო”. ასევე ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზეც უნდა ითქვას, რომ საჭირო და პოზიტიური სვლა იყო. რა თქმა უნდა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რესურსი არის ასთვისებელი, მეტი განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებია გადასადგამი და მჯერა, რომ ამ მიმართულებით წინ კიდევ უფრო ბევრ ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ.” – ამბობს ირაკლი შენგელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *