წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ფოტო-კონკურსს

,,შემოდგომის წყალტუბო” ჩაატარებს. კონკურსში მონაწილეობა წყალტუბოში მცხოვრებ ნებიმერს მსურველს შეუძლია. ასაკი შეზღუდული არ არის. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა  5 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ფოტო (1-3) ზომით A4 უნდა წარადგინოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.  

გამარჯვებული გამოვლინდება 26 სექტემბერს და დაჯილდოვება გაიმართება გალა კონცერტზე.

კონკურსი სახალხო დღესასწაულ “შემოდგომის წყალტუბო”-სთან დაკავშირებით ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *