ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრანატული თეატრი 135-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება.

ახალი სეზონი 27 სექტემბერს პრემიერით, ჯონ პატრიკის ,,ძვირფასი პამელათი”, გაიხსნება. რამდენიმე დღეში კი თეატრის მოყვარულები კიდევ ერთ პრემიერას ,,ქარი ქრის ვერხვებში” იხილავენ.

,,სეზონს ჯონ პატრიკის ,,ძვირფასი პამელა” გახსნის. რეჟისორი არის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე. 29-ში ან პირველში იგეგმება მეორე დიდი პრემიერა. ესაა ფრანგი დრამატურგის პიესა ,,ქარი ქრის ვერხვებში”. ესეც დიდ სცენაზე იქნება, ოღონდ კამერულ სტილში. ისევე როგორც ესაა ,,მეთევზე” და ,,ბულულის ნისკარტი”. ორივე სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიოები თამაშობენ”.- განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

,,ძვირფასი პამელა” ორმოქმედებიანი სპექტაკლია. მისი მთავარი გმირი პამელა, მარტოხელა ქალია, რომლის სიცოცხლე 50 000 დოლარადაა დაზღვეული. თაღლითების ჯგუფი, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, ცდილობს, რომ პამელას უბედური შემთხვევა მოუწყოს, შემდეგ კი დაზღვევის ფული ერთმანეთში გაინაწილოს. თუმცა, პამელა იმდენად კეთილია, რომ მათ სიბოროტის ჩადენას გადააფიქრებინებს.

,,ქარი ქრის ვერხვებში” კი აბსურდული ტრაგი-კომედიაა.

ორივე სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის მსახიობები დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *