ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრანატული თეატრში კიდევ ერთი

პრემიერისთვის ემზადებიან. სეზონის გახსნის შემდეგ თეატრის მოყვარულები კიდევ ერთ პრემიერას ,,ქარი ქრის ვერხვებში” იხილავენ. რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა.

,, ესაა ფრანგი დრამატურგის პიესა ,,ქარი ქრის ვერხვებში”. ესეც დიდ სცენაზე იქნება, ოღონდ კამერულ სტილში. ისევე როგორც ესაა ,,მეთევზე” და ,,ბულულის ნისკარტი”. ორივე სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიოები თამაშობენ. რეჟისორი ქუთაისში დაბადეული გოგონაა. შემდეგ რუსეთშ გაემგზავრა და იქ ლენინგრადის თეატრალური აკადემია დაამთავრა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო უკან, აღარ უნდა რუსეთი და დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად. “.- განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

,,ქარი ქრის ვერხვებში” აბსურდული ტრაგი-კომედიაა.

სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის მსახიობები დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *