მესხიშვილის თეატრში 2019 წლის დასრულებამდე კიდევ

რამდენიმე სპექტაკლზე მუშაობენ. თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრთან, ასევე ახალ სპექტაკლებზე იმუშავებენ ნიკოლოზ საბაშვილი და კახა გოგოლაშვილი.

,, მიმდინარეობს მოლაპარაკება და თითქმის გადაწყვეტილია ვოდევილის დადგმა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრმა, ახალგაზრდა რეჟისორმა. ასევე კახა გოგოლაშვილმა უნდა დადგას ზღაპარი ,,ბრემენელი მუსიკოსები” ეს იქნება მიუზიკლი. ოქტომბრის თვეში ნიკოლოზ საბაშვილი დაიწყებს მუშაობას სპექტაკლზე ბრეხტის ,,დაფდაფები ღამით”. ესაა კომედია და პირველად იდგმება საქართველოში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ გამოვიდეს დეკემბერში, მაგრამ შეიძლება გადავიდეს იქეთ წელს.”- განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრანატული თეატრი 135-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება. ახალი სეზონი 27 სექტემბერს პრემიერით, ჯონ პატრიკის ,,ძვირფასი პამელათი”, გაიხსნება. რამდენიმე დღეში კი თეატრის მოყვარულები კიდევ ერთ პრემიერას ,,ქარი ქრის ვერხვებში” იხილავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *