ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის მაისში

უნდა დაიწყოს. თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. შესაძლოა თეატრს, მესამე სივრცე შეემატოს, სადაც სპექტაკლების გამართვა იქნება შესაძლებელი. 

ყველა კუთხე კუნჭულიამდე რაც გასაკეთებელი იქნება გაკეთდება. გვექნება უახლესი, თანამედროვე სცენა და გახმოვანების აპარატურა როგორც მცირე, ისე დიდ სცენაზე. ჩვენი ვარაუდით და მოთხოვნით გვინდა, რომ მესამე სივრცე გაიხსნას. ეს იქნება ექსპერიმენტალური დარბაზი, ეს იქნება თავისუფალი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება სპექტაკლების ჩატარება. 2021 წლისათვის ფოიე და დარბაზი სავარაუდოდ მზად უნდა იყოს. თუ კი ვთქვათ ბიუჯეტში არ აღმოჩნდა სრულად თანხა, შესაძლოა სხვა ინვესტორებიც მოიძებნოს.”- განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

რა თანხა დაჯდება  თეატრის სრული რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *