კულტურა
ქუთაისში ევროპული მემკვიდრეობის დღეები აღნიშნეს
5 ოქტომბერს ვერიკოს სკვერში დილიდან ფოტოგამოფენა გაიხსნა, სადაც, ქუთაისისა და ევროპის კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდეგნილი, (ახალგაზრდა მხატვრებმა გ. მაისურაძის სკოლიდან ადგილზე დახატეს ევროპის დედაქალაქები და მათი სიმბოლოები ვიზიტორების ჩართულობით.  

ევროპული მემკვიდრეობის დღეებში ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო, რომელმაც მისივე მეცნიერების წიგნების გამოფენა წარმოადგენა.

ევროპული დღეების ღონისძიებებს დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით შეუერთდა. ხოლო, ზ.ფალიაშვილის მემორიალურ სახლ–მუზეუმში ქართულ სოციუმში მოღვაწე ქუთაისელი კათოლიკების მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა შედგა სახელწოდებით – "ქუთაისელი კათოლიკები - სარკმელი ევროპისკენ ".

დღის ბოლოს, ევროპული დღეები ქუთაისში არსებულ იტალიურ სახლში დასრულდა, სადაც კონცერტი ჩაატარეს ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო დასის, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო და ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებლების აღსაზრდელებმა. .

6 ოქტომბერს კი  ევროპის მემკვიდრეობის დღეები. ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ–მუზეუმში გაგრძელა, სადაც  ლექცია– შეხვედრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ გაიმართა. 

"ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირზე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ფესტივალის UPPERGROUND მხარდამჭერი
პერფორმანსი მოეწყო.
15:52 / 15.10.2019
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ფესტივალის UPPERGROUND მხარდამჭერი პერფორმანსი მოეწყო.
ფოტოკონკურსში
12:40 / 15.10.2019
ფოტოკონკურსში "ილო 2019" ნამუშევრების მიღება დაიწყო.
ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი 1-3 ნოემბრის ჩათვლით
გაიმართება.
17:31 / 14.10.2019
ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი 1-3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
17:07 / 14.10.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
,,ომის დღიურები
17:19 / 11.10.2019
,,ომის დღიურები" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ჟურნალისტმა ლია ხარაბაძემ გამოსცა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 9 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019