ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული

სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე) 51-ე თეატრალურ სეზონი პრემიერით გახსნა.  ოპერის მოყვარულებმა  ქართული მუსიკის კლასიკოსის ვიქტორ დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტე” იხილეს.

სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდმა, ორკესტრმა, ქორეოგრაფიულმა დასმა. მთავარ როლები შეასრულეს  თეატრის სოლისტებმა: ბადრი ადამიამ (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილმა (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძემ (მარო), კალისტრატე ხარჩილავამ (მაკარი), მარიკა მაჩიტიძემ, სოფიო ბერიშვილმა (ქეთო), ემილ ჩარგაზიამ (საქო), იაგო ბუხრიკიძემ (სიკო), მაია ნიკოლაძემ (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილმა, ინგა ფუტკარაძემ (ბაბუსი).

წელს ,,ქეთო და კოტე” 100 წლის გახდა. ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით, თბილისში, 1919 წელს დაიდგა. პრემიერა 11 დეკემბერს შედგა.

პემიერით გახსნილი 51-ე სეზონის შემდეგ, ქუთაისის ოპერის თეატრში მორიგი პრემიერსითვის ემზადებიან. თეატრში ოპერის ,,დაისი” განახლებაზე მუშაობენ. სპექტაკლის განახლება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ქუთაისის ოპერის თეატრის ფოტოები 11 და 13 ოპტომბრის საპრემიერო წარმოდგენებიდან: 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *