ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლაზე კომენტარი მესხიშვილის

თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა გააკეთა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა, თეატრი კულტურულ რუსეთს არ ებრძვის.  

“ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ რუსეთს. მაშინ არ უნდა დავდგათ ჩეხოვი და არ უნდა ვიკითხოთ დოსტოევსკი, პუშკინი, გოგოლი. არ უნდა მივიღოთ რუსი ტურისტები. არ უნდა გავყიდოთ რუსეთში ღვინო. ჩვენ ვებრძვით მილიტარისტულ რუსეთს, ჩვენ ვებრძვით ოკუპანტ რუსეთს, რომელიც კულტურული რუსეთთან არანაირ კავშირში არაა, კულტურული რუსეთი ჩვენს მხარესაა. ეს არის ერთგვარი კულტურული დიპლომატია, სახალხო დიპლომატია, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია,”-აცახდებს გოგოლაშვილი.

რაც შეეხება სპექტაკლის მსვლელობის დროს მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”-ს მიერ დაგეგმილ აქციას, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მთავარია, აქციის მონაწილეებმა სპექტაკლის მსვლელობას თეატრის შიგნით ხელი არ შეუშალონ. 

“აქციის ჩატარებას ვერავის დავუშლი. ვიცი, ეს საიდანაც მოდის. ის რომ რუსეთი ოკუპანტია, ვინც არიან ჩამოსული მათაც იციან. დარბაზში ვერ შემოვლენ და შემოქმედებით პროცესს ხელს ვერ შეუშლიან თუ საჭირო იქნება შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს. საქმის კურსშია ქალაქი და ყველა, ვინც საჭიროა ამასთან დაკავშირებით,”- ამბობს თეატრის დირექტორი.

დღეს, მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს ,,ნიკიტკის კარიბჭესთან” უმასპინძლებს. მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, ,,არ დამივიწყო”. დაგეგმილ სპექტაკლს საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *