მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული/გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ავრცელებს.  ქართველი მეცოსოპრანოს, ნინო სურგულაძის ინიციატივით, კონცერტიდან შემოსული თანხებით იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.

,,სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სახელოვანი ქართველის, მსოფლიო ვარსკვლავის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან ,,ნატვრის ხე” რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის 9 ნოემბერს, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, შემოსული თანხებით კი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.”- აცხადებს იმერეთის გუბერნატორი. 

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 5 წლის წინ შეიქმნა. ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *