ქუთაისელი არტისტი თეატრალური პრემია “დურუჯი 2019” ნომინანტენს შორისაა.

ენდი ძიძავა პრემიაზე ნომინაციაში “საუკეთესო ქალი მსახიობია” წარდგენილი.

მსახიობი ნომინანტებს შორის სპექტაკლში “მარინა რევია” შესრულებული როლისთვის მოხვდა. სპექტაკლი ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრში იდგმება, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ ჩიკვაიძეა.

დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.

წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს.

“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *