კულტურა
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. ხიდები ეიფელის კოშკის მშენებლობის დროს მორჩენილი ნაწილებითაა გაკეთებული.

,,ეს 5 ხიდი ეიფელის კოშკის ნაწილებითაა გაკეთებული. ერთი ბოქლომებიითაა დამზადებული. ნაწილები აქ ჩამოუტანიათ და აუწყვიათ იხდები. ბელგიაშიცაა როგორც ვიცით. მასაც კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს." - ამბობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი გოჩა ხორავა.

ერთ-ერთი ხიდი, რომელსაც კაკასხიდი ჰქვა 1907 წელსაა გაკეთებული. არსებობს ლეგენდა, რომ კაკა ერთ-ერთი ადგილობრივის სახელი იყო, რომელიც ბოროტებით გამორჩეოდა. ვინც ამ ხიდს გადაივლიდა, ითვლებოდა, რომ კაკას გადაურჩა და უკვე სამშვიდობოს იყო. ამიტომაც ხიდს კაკასხიდი ჰქვია.

ხიდებმა კულტურული მემკვირეობის ძეგლის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიიღეს. 

ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი" (კაკასხიდი)
| Print |