ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო

საოპერო ვარსკვლავები ესტუმრებიან. ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე და მისი მეგორები იმერელი ბავშვების დასახმარებლად იმღერებენ. მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას ქუთაისის ოპერის თეატრი შეუერთდა.

,,საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობა ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გავაკეთეთ ის, რომ ვთქვით მზად ვართ ყველაფრისათვის. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირად გავალამაზოთ ეს საღამო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საღამო იყოს კარგი. ძლიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც სიკეთის კეთების შესაძლებლობა გეძლევა.” – განაცხადა ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

საქველმოქმედო კონცერტი მსოფლიო ვარსკვალებს მონაწილეობით 9 ნომებერს ლადო ესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეტრში გაიმართება. ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 5 წლის წინ შეიქმნა. ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *