კულტურა
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ ისაკაძე ქუთაისში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგების მიხედვით აცხადებს, რომ ქუთაისში არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტების არსებობა დასტურდება. კვლევას 2017 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ვარშავის უნივერსტეტი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებენ.

,,კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველზე ძველი დასახლების ნაშთი ეს არის დაახლოებით ძვ.წ. აღ.-ით მეორე ათასწლეულის შუა ხანები. ხოლო გაბაშვილის გორაზე, სადაც არის კულტურისა და დასვენების პარკი და დათეშიძის გორაზე, სადაც დღეს არის მეოცე საჯარო სკოლა, ჯერ კიდევ 60-იან წლებში ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით აღმოჩნდა ორფენიანი არქეოლოგიური ძეგლი.

ახლა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს არის დაახლებით 10 ჰა-ზე გაფენილი ქალაქური ტიპის დასახლება რომელსაც გარს აკრავს თავდაცვითი თხრილი. ასევე არის გალავნის კედლები შიგნით არის საცხოვრებელი და სამეურნეო , სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. დასახლება, რომელიც ამ თხრილის გარშემო არსებობს ძვ.წ.აღ-ით მე-14 საუკუნის შუა ხანებში არსებობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები. საკმაოდ დამაჯერებელი და მძლავრი არტეფაქტები. კვლევები ახალი დაწყებულია და შედეგები ძალიან კარგია."- განაცხადა როლანდ ისაკაძემ.

მისი თქმით, კიდევ 3-4 წლის მუშაობაა საჭირო, რათა კიდევ უფრო კარგი შედეგები დაიდოს.

არქოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების დათარიღება ევროპის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში ხდება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. იუნესკო ამ
დღესთან
12:27 / 13.02.2020
დღეს, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. იუნესკო ამ დღესთან
13:02 / 12.02.2020
"ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლა 2020 "-ის ფარგლებში ქუთაისიდან
14 თებერვალს ჯგუფი
13:28 / 11.02.2020
14 თებერვალს ჯგუფი "არა" ქუთაისში დაუკრავს. კონცერტი ცენტრალურ
8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. დავითობასთან
დაკავშირებით,
12:47 / 08.02.2020
8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. დავითობასთან დაკავშირებით,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური
16:17 / 07.02.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020