საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის ოპერის თეატრში

,,სოფლის ღირსება” გაიმართება. ტრაგიკული სიყვარულის ამბავზე დაწერილმა ოპერამ პიეტრო მასკანის აღიარება მოუტანა. 

საოპერო სპექტაკლი 8 ნოემბერს 19 :00 საათზე გაიმართება. 

საიუბილეო წარმოდგენაში მონაწილეობას ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), არმაზ დარაშვილი (ტურიდუ), ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), მამუკა ლომიძე (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი და ორკესტრი მიიღებენ. 

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე იქნება. 

დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი – თემურ არსენიძე, მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე, კონცერტმაისტერები:მედეა კობახიძე, ცისანა კაიშაური, ნათია მაისურაძე, მეგი ჭანტურია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე. 

პიეტრო მასკანის ,,სოფლის ღირსება” ქუთაისის ოპერის თეატრში 2018 წელს აღადგინეს. ნუგზარ ლორთქიფანიძის შემდეგ, სპექტაკლი სენაზე დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა,  რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ და მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის – თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) დააბრუნეს. 

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პირველი კონცერტი 25 სექტემბერს გაიმართა. ოპერაში ასევე ზაქარია ფალიაშვილის ,,დაისის” განაახლებაზე მუშაობენ, რომელსაც ოპერის მოყვარულები 27 დეკემბერს,  თეატრის 50-ე იუბილეზე იხილავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *