კულტურა
ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გამარჯვებულები
ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი დასრულდა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ფესტივალის ნომინანტები:

საუკეთესო სოლო შესრულება - საქართველო, ბათუმი;

საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმა- საქართველო, ბათუმი;

საუკეთესო დუეტი - იაპონია;

საუკეთესო კლასიკა- ვარშავა;

საუკეთესო კოსტიუმი- ბერლინი.

ვერა წიგნაძის სპეციალური პრიზი თურქეთის საოპერო თეატრის პრიმას ოზლან ოგუზს გადაეცა, ხოლო ნუკრი მაღალაშვილის სპეციალური პრიზი ვარშავის სკოლამ მიიღო.

ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ ჩატარდა. მასში მონაწილეობას იაპონიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიიღეს.

ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან ივ ესკერი იყო. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი და დამსახურებული არტისტი იოჰან ვერსტურსი, ამერიკაში ვაშინგტონის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯულუხაძე და საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე. 

ფესტივალის სახეა მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

ფოტო: ფესტივალის ოფიციალური გვერდი


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ირანის კულტურის დღეებს აღნიშნავენ. ღონისძიებები აკაკი
წერეთლის სახელმწიფო
20:53 / 12.11.2019
ქუთაისში ირანის კულტურის დღეებს აღნიშნავენ. ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო
ფოტოკონკურსში
17:39 / 12.11.2019
ფოტოკონკურსში "ილო" ნამუშევრების მიღება დასრულდა.
ზეტაფონში, დაბა შორაპანში N 41 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
დასრულდა.
18:03 / 11.11.2019
ზეტაფონში, დაბა შორაპანში N 41 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
ჭიათურაში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული
11:21 / 11.11.2019
ჭიათურაში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული "ჭიათურობა" 2019" აღინიშნა.
ჭიათურაში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული
11:15 / 11.11.2019
ჭიათურაში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული "ჭიათურობა" 2019" აღინიშნა.
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 3 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019