კულტურა
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების მორიგი ეტაპი დასრულდა
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილის არქეოლოგიური სამუშაოების მორიგი ეტაპი დასრულდა. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი კომპლექსის ეზოში არსებული სადრენაჟე არხების რეაბილიტაციისას გამოვლენილი არაერთი სხვადასხვა დანიშნულებისა და ასაკის (დრენაჟებზე ადრეული, მათი თანამედროვე და უფრო გვიანი ხანების) არქიტექტურული ობიექტებისა და კულტურული ფენების შესწავლას ითვალისწინებდა.

გამოვლინდა გვიანი შუასაუკუნეების დაკირული ღია მარანი და მასთან დაკავშირებულ კედლებში ჩადგმული ხის ნაგებობა, რომელსაც არქეოლოგები 1510 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირებენ (ამავე პერიოდს უკავშირდება სამონასტრო კომპლექსის გალავანში არსებული კარიბჭეც). დაფიქსირდა XIII-XIV საუკუნის სადრენაჟე არხი. აღმოჩნდა ფუნქციაშეცვლილი თავდაპირველი ნაგებობა, სადაც წარმოდგენილია დაუკირავი ქვევრებიანი მარანი, თონე, ალიზის იატაკები და ჭა-მაცივრები. ნაგებობა დავით აღმაშენებლის ეპოქითა და შემდგომი ხანით (დაახლ: XII-XIII სს) თარიღდება.

გამოვლენილია განვითარებული შუასაუკუნეების დროინდელი ნართექსისებური მინაშენი, თავდაპირველი სახის ორსათავსიანი ნაგებობა და გვიანანტიკური ხანის №3 სამარხი (ქვევრსამარხი).

2020 წელს, არქეოლოგიური ექსპედიცია, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის ნაწილის - კარიბჭის, გალავნისა და წმ. გიორგის ეკლესიის აფსიდის ხაზს შორის მოქცეული მონაკვეთის გახსნას გეგმავს, რომლიდან მიღებული შედეგების მიხედვით დაიგეგმება განათხარი თხრილების რეკულტივაციის, კონსერვაციისა და ადაპტაციის სამუშაოები.

არქეოლოგიური ექსპედიციას პროფესორი ომარ ლანჩავა ხელმძღვანელობს და მასში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მესხიშვილის თეატრში მაყურებელი მორიგ პრემიერას შესთავაზებს.
სპექტაკლ
18:12 / 12.12.2019
მესხიშვილის თეატრში მაყურებელი მორიგ პრემიერას შესთავაზებს. სპექტაკლ
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის ოპერის
თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა
17:13 / 12.12.2019
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა
ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვა დაიწყეს. მის დიზაინზე
ანა ღულაძე,
13:59 / 12.12.2019
ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვა დაიწყეს. მის დიზაინზე ანა ღულაძე,
ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 29
ათას 601 ლარი დაიხარჯება. მერიის
14:49 / 10.12.2019
ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 29 ათას 601 ლარი დაიხარჯება. მერიის
ქუთაისელი ტენორი ნიკოლოზ გორგოძე იტალიაში, ქალაქ სალერნოში,
იმღერებს. ახალგაზრდა
18:51 / 08.12.2019
ქუთაისელი ტენორი ნიკოლოზ გორგოძე იტალიაში, ქალაქ სალერნოში, იმღერებს. ახალგაზრდა
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 6 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 10 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019