ქუთაისში ირანის კულტურის დღეებს აღნიშნავენ. ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტში იმართება. ირანის კულტურის დღეები სასწავლებელში წარმოშობით ქართველი  ირანელი მხატვრის ჰელენ იოსელიანის ნამუშევრების გამოფენით და ირანული ტრადიციული მუსიკის კონცერტით გაიხსნა და მხატვრული ფილმის ,,ნარგიზის სეზონი” ჩვენებით გაგრძელდა. 

ღონისძიებებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი კულტურის დარგში ჰამიდ მოსტაფაევი დაესწრო.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მშვენიერ ქალაქში ვიმყოფები. მადლობა მინდა გადავუხადო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისათვის, რომ ირანის კულტურის დღეები გამართულიყო. რამდენიმე პროგრამას მოიცავს ეს ღონისძიებები დღეს ღონისძიება ირანელი, ფერეიდნელი ქართველის ჰელენ იოსელიანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. ასევე დაგეგმილია ირანული ფიქლების ჩვენება. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. გვაქვს შეთავაზებები რექტორატთან ირანული აკადემიური წრეებისგან და იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება.”- განაცხადა ჰამიდ მოსტაფაევმა.  

ირანის კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები დღეს, 12 ნოემბერს დაიწყო და 14 ნოემბერს დასრულდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *