ვანში ,,გალაკტიონობის” აღსანიშნავად ემზადებიან. ღონისძიება ტრადიციულად
ჭყვიშში, 17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, გაიმართება. სტუმრებს 12 საათიდან ელოდებიან.
მოეწყობა გალაკტიონის პოეზიის მცირე პერფორმანსი, ფოტოგამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
,,გალაკტიონობა” არის მასშტაბური სახალხო ღონისძიება, რომელიც მიძღვნილია გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო თარიღისადმი. ღონისძიებას მრავალწლიანი ისტორია აქვს, დღესასწაულს მთელი ქვეყნიდან სტუმრობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 128 წელი სრულდება.