ფოტოკონკურსი “ილო” დასრულდა. გამოვლინდნენ სამი

საპრიზო ადგილის მფლობელები. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაშიც დასახელდნენ.

ფოტოკონკურსში პირველი ადგილი გიორგი ცხელიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ნიკოლოზ მესხი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი სოფიო ბუცხრიკიძე გახდა.

ფოტოკონკურსის თემა თავისუფალი იყო. გამარჯვებულები ასევე დასახელდნენ ნომინაციაში “ჩემი ქალაქი” და “ჩემი ქუთაისი”. “ჩემი ქალაქი”- რუბრიკის გამარჯვებული უკრაინის ქალაქ სუმის მოქალაქე გახდა, ხოლო “ჩემი ქუთაისის” არჩილ გეგენავა.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და ილოს მინიატურული გამოსახულებები გადაეცათ.

ჟიურიმ არჩევანი 300 ნამუშევარს შორის გააკეთა. კონკურსზე წარდგენილი ფოტოსურათების ავტორებიდან 40 უცხოელია და ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებს წარმოადგენს.

ფოტოკონკურსი წელს მეთორმეტედ ტარდება. 2018 წლიდან ის საერთაშორისო ხასიათს ატარებს.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *