Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

,,პირველი სიყვარული" - საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისის ოპერის თეატრში, მორიგი სპექტაკლი გაიმართება
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისის ოპერის თეატრში მორიგი სპექტაკლი გაიმართება. ოპერის მოყვარულები ოთარ თაქთაქიშვილის ,,პირველ სიყვარულს" იხილავენ. ორ მოქმედებიანი კომიკური ოპერა ქუთაისის ოპერის თეატრში 1991 წელს დაიდგა (დამდგმელი დირიჟორი - მალხაზ კობახიძე, დამდგმელი რეჟისორი - ლერი პაქსაშვილი, დამდგმელი მხატვარი - თემურ არსენიძე, დამდგმელი ოქრეოგრაფი - ასლან იუსუპოვი).

,,პირველი სიყვარული" 2016 წელს განახლდა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ: დირიჟორი-რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - თემურ არსენიძე, ქორეოგრაფი - ვახტანგ უშვერიძე, მთავარი ქრომაისტერი - ნათია გოგუაძე.

,,ეს სპექტაკლი რამდენიმე წლის წინ აღვადგინეთ. სიახლე ახლა ის არის, რომ ჩვენი სოლისტი, ჟანეტა მაჩალაძე შეასრულებს მარგალიტას როლს. ამ პარტიას პირველად იმღერებს. მიხარია, რომ მხოლოდ ქუთაისში გადის ეს სპექტაკლი. დიდი ხანია არსად დადგმულა და ჩვენ ალბათ ამითაც გამოვირჩევით. ჩვენთან ეროვნული რეპერტუარი ძალიან პრიორიტეტულია. ,,პირველი სიყვარული" - სათაური შეიძლება აბნევს ვინმეს, მაგრამ ეს რეზო გაბრიაძის ლიბრეტოს მიხედვითაა და მას ჩვენ ვიცნობთ ფილმით ,,შერეკილები". ძალიან სახასიათო და ძალიან ლამაზი ოპერაა".- განაცხადა ქუთაისის ოპერის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: მარგალიტა - ჟანეტა მაჩალაძე, ტრიფონია - ემილ ჩარგაზია, ერთაოზი - რამაზ კუბლაშვილი, ხუტა - კალისტრატე ხარჩილავა, ნოშრევანი - იაგო ბუხრიკიძე, იტალიელი ნეგოციანტი - მიხეილ ქებაძე, ტელეგრაფისტი - მარიეტა მაჩალაძე, ქრისტეფორე - ლაშა თითბერიძე, თამუნია - ანა ჩიქვილაძე, თეატრის გუნდი და ორკესტრი.

კონცერტმაისტერები: მედეა კობახიძე, ცისანა კაიშაური, ნათია მაისურაძე, მეგი ჭანტურია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე.

სპექტაკლი ,,პირველი სიყვარული" 21 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის
ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.
15:39 / 30.06.2020
ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.
ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის
დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.
14:33 / 29.06.2020
ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების
12:05 / 26.06.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 20 - 37 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 31 °C
img
ფოთი 23 - 29 °C
img
თელავი 19 - 33 °C
img
მესტია 10 - 22 °C
img
ზუგდიდი 21 - 33 °C
img
ბორჯომი 12 - 30 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით,
13:00 / 08.06.2020
,,როგორც ჩანს პირველი იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს" - გიორგი გახარია
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა
15:58 / 05.06.2020
დასასტურებული COVID-19-ით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დილით ცოვიდ-19- ის დადასტურებული დიაგნოზით მამაკაცი შეიყვანეს.
10:37 / 08.06.2020
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
"სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ"-გიორგი გახარია
12:28 / 03.07.2020
სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ამის შესახებ